Every City Tells A Story
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები
გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ისტორიასა და ღირშესანიშნაობებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები
გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნებს, ინფორმაციას მოიპოვებენ დამოუკიდებლად და პრეზენტაციას
აკეთებენ ინგლისურ ენაზე. შეიძენენ თანამშრომლობით
მუშაობის უნარს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
პროექტის მიზნები: ინფორმაციული
ბუკლეტის ინგლისურ ენაზე შედგენა, სხვა ქვეყნების ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა,
ლექსიკური მარაგის გამდიდრება ზეპირი და წერილობითი
აქტიობების გზით. ისტ–ის გამოყენება. ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთება და ინფორმაციის
მოპოვება.
მონაწილეთა ასაკი: 15
–16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 9 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები
გააკეთებენ ელქტრონულ პრეზენტაციას
ინგლისურ ენაზე. წარადგენენ ბუკლეტებს ინგლისურ ენაზე. „ Every city Tells A Story “
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,
სახელმძღვანელო, სურათები, მარკერი, ფურცლები.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1 –დრო – 4 დღე. მოსწავლეები
დაყოფილია 5 ჯგუფად და მიცემული აქვთ დავალებები. ყვალა ჯგუფის წევრი ინაწილებს როლებს.
ხუთივე ჯგუფი თავისით ირჩევს რომელიმე ქალაქს და მოიპოვებენ მასზე ინფორმაციას, თუ
რა ღირშესანიშნავი ადგილებითაა ცნობილი ისინი.
აქტივობა 2 –დრო –3 დღე. მოსწავლეები
ახარისხებენ მოძიებულ ინორმაციას და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
აქტივობა 3–დრო –1 დღე. ბუკლეტის
შექმნა.
აქტივობა 4 –დრო – 1 დღე. პრეზენტაციის
და ბუკლეტის წარდგენა, მათი შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ინგლისური ენა და ლიტერატურა. ისტ–ი.
უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ. ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში
(მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ისტ) მეშვეობით;
·
იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
·
იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.

უცხ.ს.V.27. მოსწავლეს
შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების
მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·
ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·
მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
·
ისმენს სხვების მოსაზრებებს,
გამოთქვამს საკუთარს;
·
უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·
ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს
საერთო საქმეში;
უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარმოდგენა
(პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახელებს თემას;
·
შესავალ ნაწილში წარმოადგენს განსახილველ საკითხებს;
·
მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
·
საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
·
თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
გამოაქვს დასკვნა.
პროექტის ხელმძღვანელი: თეა
ტყეშელაშვილი
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა:
Teatkeshelashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий