სასწავლო პროექტი

Every  City Tells A Story

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან  სხვადასხვა ქვეყნების ისტორიასა და ღირშესანიშნაობებს.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნებს, ინფორმაციას მოიპოვებენ დამოუკიდებლად და პრეზენტაციას აკეთებენ  ინგლისურ ენაზე. შეიძენენ თანამშრომლობით მუშაობის უნარს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

პროექტის მიზნები: ინფორმაციული ბუკლეტის ინგლისურ ენაზე შედგენა, სხვა ქვეყნების ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ზეპირი და  წერილობითი აქტიობების გზით. ისტ–ის გამოყენება. ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთება და ინფორმაციის მოპოვება.

მონაწილეთა ასაკი: 15 –16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 9 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები  გააკეთებენ  ელქტრონულ პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე. წარადგენენ ბუკლეტებს ინგლისურ ენაზე. „ Every city Tells A Story

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, სურათები, მარკერი, ფურცლები.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1 –დრო – 4 დღე. მოსწავლეები დაყოფილია 5 ჯგუფად და მიცემული აქვთ დავალებები. ყვალა ჯგუფის წევრი ინაწილებს როლებს. ხუთივე ჯგუფი თავისით ირჩევს რომელიმე ქალაქს და მოიპოვებენ მასზე ინფორმაციას, თუ რა ღირშესანიშნავი ადგილებითაა ცნობილი ისინი.
აქტივობა 2 –დრო –3 დღე. მოსწავლეები ახარისხებენ მოძიებულ ინორმაციას და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
აქტივობა 3–დრო –1 დღე. ბუკლეტის შექმნა.
აქტივობა 4 –დრო – 1 დღე. პრეზენტაციის და ბუკლეტის წარდგენა, მათი შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ინგლისური ენა და ლიტერატურა. ისტ–ი.

უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ. ლექსიკონ, სტრუქტურულ ნიმუშებ, გრამატიკულ ცნობარ, ილუსტრაციებ და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
·           იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელბლად.

უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·            ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·            მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·           უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·                    ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;

უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს თემას;
·           შესავალ ნაწილში წარმოადგენს განსახილველ საკითხებს;
·           მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
·           საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
·           თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·           გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
გამოაქვს დასკვნა.

პროექტის ხელმძღვანელი: თეა ტყეშელაშვილი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: 
                          Teatkeshelashvili@gmail.com